შსს ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების შესახებ ინფორმაციას სწავლობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების შესახებ ინფორმაციას სწავლობს. ~

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

“ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. შესწავლა მიმდინარეობს, თუ ფაქტები დადასტურდება, კანონით ჩვენ არ ვართ ის უწყება, ვინც რეაგირება უნდა მოახდინოს. ეს სამართლებრივად პროკურატურის საქმეა.

არჩევნებამდე პერიოდში დარღვევები რაც იყო პრაქტიკულად, ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი. 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები. რაც შეეხება არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებს, რამდენიმე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 10-ზე მეტი ფაქტია ამ მდგომარეობით. მარნეულში მომხდარ ინციდენტზე ორი პირი იმ დღესვე დავაკავეთ – ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელი, მეორე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. გამოძიებები მიმდინარეობს. ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას, ვინც არჩევნების დროს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურს, რადგან არ გვინდოდა პროცესების ჩაშლა”,- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი