ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო საქართველოს რეაქცია – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ვიზების გაუქმებაზე ქართველი ხალხის რეაქცია მისთვის მოულოდნელი იყო.

„ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „აი, მადლობა, კარგია.” არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია. ჩვენ მზად ვართ გზის ჩვენი მონაკვეთი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ნაბიჯებს ვდგამთ და გავაგრძელებთ იმის გათვალისწინებით თუ როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს”, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი