საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მისი შვილის ჯანმრთელობა გაუარესდა და მას მოლოდინზე საუბარი უჭირს.
„ვერაფერს ვვარაუდობ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს. თუ დავუჯერებთ პრემიერ-მინისტრს, მოვისმინეთ რაც მოვისმინეთ. არსებობს სასამართლოც, რომელიც, ჯერჯერობით, არ გამართულა. დიდი დროც არ არის გადადების, დიდი ვადა არაა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს ჩემი შვილი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, ყოველ წუთს შეიძლება რაღაც უბედურება დატრიალდეს“, – განაცხადა ალასანიამ.