წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს

ცესკო-ს წინსწარი მონაცემებით, 14 თვითმმართველ თემში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთ თემში – წალენჯიხაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.

ცესკოს მონაცემებით, ყველა თვითმმართველი თემის ყველა უბანი დათვლილია და წინასწარი მონაცემები ასე ნაწილდება:

თელავში 55-ვე უბანის დათვლის შედეგად „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა – 56,899%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“, კანდიდატს გიორგი ბოტკოველს – 43,101% აქვს.

ასევე დათვლილია თიანეთში 21-ვე საარჩევნო უბანი. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლევან წიკლაურს – 54,826% აქვს, ხოლო „თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსთის“ კლანდიდატს- თამაზ მეჭიაურს – 45,174%.

ქარელშიც 40-ვე უბანია დათვლილი. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზაზა გულიაშვილს 56,73%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკოლოზ ახალკაცს 43,26% აქვს.

ხაშურში 53-ვე საარჩევნო უბანია დათვლილი და „ქართული ოცნების“ კანდიდატს თენგიზ ჩიტიაშვილს 59,82% აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაბის“ კანდიდატს იოსებ ბუაძეს 40,918%.

ასეევე სრულად არის დათვლილი ცაგერში 42-ვე საარჩევნო უბანი. აქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ნემსაძე ლიდერობს – 62,873%-ით, ხოლო მის კონკურენტს „გახარია – საქართველოსთის“ პარტიის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს – 37,127% აქვს.

ბაღდათში 31 უბნიდან დათვლილია ყველა – „ქართული ოქნების“ კანდიდატს კახა ენუქიძეს 60, 693%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი რობაქიძეს 39,307%.

წყალტუბოშიც (69 უბანი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ გაიმარჯვა 57,167%-ით, ხოლო მის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ზაზა მეტრეველს 42,833% აქვს.

ოზურგეთში 63 -ივე უბნის მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა – „ქართული ოცნების კანდიდატმა“ ავთანდილ თალაკვაძეს ხმა 55,409%-მა ხოლო კონსტანტინე შარაშენიძეს 44.591%-მა მისცა.

სენაკში სრულად დათვლილია 44 უბანი და შედეგად „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ვახტანგ გადელიას 53,078%, ხოლო ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, კობა ნაყიფიას 46,922% აქვს.

მარტვილში 40 -ვე უბნის დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას 51,845% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თეიმურაზ ჯანაშიას 48,155%.

ხობში (33 უბანი) „ქართული ოცნების კანდიდატს დავით ბუკიას 56,78% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბესიკ შენგელიას 43,22%.

ზუგდიდში 109-ვე უბანი დათვლილია და აქაც„ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა. პირველადი მონაცემებით, წოწერიას 51,63% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს – ანზორ მელიას 48,36%.

წალენჯიხაში ყველა უბნის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ მმართველი გუნდის კანდიდატს მოუგო. ეს ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც ოპოზიციის კანდიდატ იმარჯვებს, რაც შეეხება კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებლებს, ის შემდეგნაირად გადანაწილდა – გიორგი ხარჩილავას 51.107% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას 48,893%.

ჩხოროწყუში (28 უბანი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დათო გოგუამ ხმების 50,88%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბადრი ქარჩავამ – 49,11% მიიღო.

ხელვაჩაურშიც (47 უბანი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ გაიმარჯვა, მას 55,007%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მიშა ბოლქვაძეს 44,993% აქვს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი