წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ახალგაზრდები მგზავრობდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და წყლის არხში ჩავარდა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი