ჭყონდიდის ეპარქიაში ადამიანები დაშავდნენ

ჭყონდიდის ეპარქიაში, მოაჯირის დაზიანების შედეგად მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაშავებულებს შორის ჟურნალისტებიც არიან.

მათი თქმით, მოაჯირი ხალხის მიწოლის შედეგად გადავარდა.

“TV პირველის” მთავრი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე “ფეისბუკზე” წერს, რომ მათი გადამღები ჯგუფის წევრების, ოპერატორისა და ჟურნალისტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა. ამ დროს მეუფე პეტრეს მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. ისინი აპროტესტებდნენ 2 სასულიერო პირისთვის მსახურების უფლების შეწყვეტას. მათი ნაწილი, ჟურნალისტების მსგავსად, ეპარქიის მეორე სართულზე იმყოფებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი