ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ მოლაპარაკებების 6 საკითხზე, რომელთა შორისაც პატიმრების, მათ შორის ნეკანორ მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.
მისივე თქმით, საკითხების ჩამონათვალშია საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმა.
„შევთანხმდით ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. მაგრამ მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.