„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
„მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“,- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.