ხობში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა, იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, ორივე კი გაჩერებულ ტრაილერს.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი