ხობის რაიონში ქალი მოკლეს. მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ქალია, სავარაუდოდ, დაპირისპირება თანხის გამო მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, სოფელ ხამიკურში ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.