ჯო ბაიდენი უკრაინაშია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტის დროს ქვეყნისთვის დამატებითი, ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის დახმარება დააანონსა.

ჯო ბაიდენი დღეს კიევს ეწვია და პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას შეხვდა.

“ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას“, – განაცხადა ბაიდენმა.

„თქვენი ვიზიტი მხარდაჭერის უაღრესად მნიშვნელოვანი ნიშანია ყველა უკრაინელისთვის“, – წერს ზელენსკი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი