“0%-იანი ბარიერი, ავტომატურად ნიშნავს, ერთ რამეს, ივანიშვილი შეეცდება, ყველა ჯიბის პარტია შეიყვანოს პარლამენტში”

ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, თუმცა 0%-იანი ბარიერით და არჩევნებში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურ ძალას შეეძლება.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს ძალაუფლება ე.წ. ჯიბის პარტიების ყიდვით შეინარჩუნოს.

“ივანიშვილი ცდილობს სიტუაციიდან გამოძრომას და ამ განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ კრიზისი მე მეეჭვება რომ განიმუხტოს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ეს თავისთავად კარგი მიღწევაა, მაგრამ 0%-იანი ბარიერი, ავტომატურად ნიშნავს, ერთ რამეს, ის შეეცდება, ყველა ჯიბის პარტია შეიყვანოს პარლამენტში, მერე ისინი იყიდოს და ასე შეინარჩუნოს ძალაუფლება”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი