1 მაისს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:
აბაშა – 11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 453 აბონენტს სოფლებში:სეფიეთი,კეთილარი და ანჟელის მასივში.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 1907 აბონენტს სოფელებში:ჯვარი,ეწერი,ლია,ჯგალი,ჯვარზენი და მიმდებარე სოფლებს,ასევე კოსტავას,წერეთლის,სტალინის და მიმდებარე ქუჩებს.
სენაკი – 11:00-18:00 საათამდე 825 აბონენტს სოფლებში:ზანა,ლეძაძამე,ლეგოგინე და მიმდებარე სოფლებს.
მარტვილი – 11:00-18:20 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1736 აბონენტს სოფლებში:კიწია,ნოღა,ჭყონი,სალხინო,აბედათი,სერგიეთი და მიმდებარე სოფლებს.
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1824 აბონენტს სოფლებში:ნარაზენი,აბასთუმანი,ხეცერა და მიმდებარე სოფლებს, ასევე რუსთაველის, ალ.ჭავჭავაძის,ცოტნე დადიანის,მესხიას,წერეთლის,სოხუმის,შევჩენკოს და მიმდებარე ქუჩებს.
ხობი – 11:00-16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცველობით 648 აბონენტს სოფლებში:პირველი მაისი და ნოჯიხევი, ასევე სტალინის ქუჩას.
ფოთი – 13:00-14:00 საათამდე 239 აბონენტს ქ.ფოთში აკაკის,კაკულიას,ინგოროყვას და მიმდებარე ქუჩებს.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.