1 მარტს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წალენჯიხის და ფოთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, 10:00-15:00 საათამდე, ფოთის 9336 აბონენტს შემდეგ ქუჩებზე: 9 აპრილის ხეივანი, კოსტავას, აღმაშენებლის, გორგასლის, დანელიას და მიმდებარე ქუჩებზე.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 1131 აბონენტს ქუჩებზე: ხობელიას, ლევან II დადიანის, მიქავას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში მიქავა, საჩინო, ლია, ფახულანი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.