10 დეკემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:

ზუგდიდი. 10:30დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ნარაზენი, ახალსოფელი, ტყაია,ურთა, ორულუ, დიდინეძი და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში ბარამიას, გამსახურდიას, თავისუფლების, შარტავას, თამარ მეფის, აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩებზე.

ფოთი. 13:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს გორგასლის, აღმაშენებლის, კოსტავას, სამაგრელოს მოედანს, 9 აპრილის ხეივანს, რეკვავას, დანელიას, კოსტავას, მარჯანიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი. 10:00დან 10:05საათამდე და 12:00დან 12:05საათამდე – აბონენტებს სოფლებში ნაგვაზაო, აბედათი, ხუნწი, სერგიეთი, ნახარებაო, ნახუნაო და მიმდებარე სოფლებს, ქ.მარტვილში თავისუფლების, წერეთლის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხა. 11:00დან 18:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ობუჯი, ზღვაია, ნაცატუ, ნაკიფუ, ეწერი და მიმდებარე სოფლებს, ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის, 26 მაისის, ადამიას, გაგრინისა და მიმდებარე ქუჩებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი