გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
10 ივლისს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 695 აბონენტს სოფლებში ხურჩა, აბასთუმანი, ხეცერა, ურთა და მიმდებარე სოფლებში. 17:50დან 18:35 საათამდე 1758 აბონენტს სოფლებში ინგირი, შამგონა, კახათი და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი. 11:15-17:00 საათამდე 125 აბონენტს იმერეთის, 8 მარტის, კოსტავას ქუჩებზე.
11:30-16:30 საათამდე 2016 აბონენტს სამეგრელოს, სარსანიას, დავითაიას, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
ხობი. 08:00-18:00 საათამდე 468 აბონენტს სოფლებში პატარა ფოთი, საჭოჭუო, ჭალადიდი. ფოთში კოკაიას ხეივანი, მე-7 კმ. 11:00დან 14:00 საათამდე 1521 აბონენტს სოფლებში შუა ხორგა, ქარიატა, შავ ღელე და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა. 11:00-15:00 საათამდე 82 აბონენტს სოფლებში ზანათი, ძიგური.
მარტვილი. 10:30-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 216 აბონენტს სოფლებში დღვანა, კურზუ, ნახარებაო და მიმდებარე სოფლებში, ქ.მარტვილში მშვიდობის ქუჩა.
სენაკი. 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 805 აბონენტს სოფლებში ლეძაძამე, ზანა, ფოცხო, უშაფათი. 13:00დან 15:00 საათამდე 2045 აბონენტს ქ.სენაკში რუსთაველის, ჭავჭავაძის, თბილისის, ლოლუას და მიმდებარე ქუჩებზე.
წალენჯიხა. 11:00-18:00 საათამდე 371 აბონენტს სოფლებში ლია, ოჭანეს უბანი, მიქავა და მიმდებარე სოფლებში, წალენჯიხაში ლევან II დადიანის ქუჩა.
ჩხოროწყუ. 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 400 აბონენტს სოფლებში ლესიჭინე, ლეწურწუმე, ქვედა ჩხოროწყუ.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.