10 მაისს,გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს:
ზუგდიდი. 10:00დან 18:30საათამდე აბონენტებს სოფლებში ოდიში, ყულიშკარი, ქ.ზუგდიდში წერეთლის, აღმაშენებლის, წერეთლის IV შესახვევს, ჩიტაძის II შესახვევსა და მიმდებარე ქუჩებს. 10:00დან 18:30 საათამდე ქ.ზუგდიდში შარტავას, ქუთაისის, ფურცელაძის, კუიბიშევის, მაია წყნეთელის, თამარ მეფის, ფაზისისა და მიდებარე ქუჩებს.
სენაკი. 09:00დან 18:00საათამდე აბონენტებს ქ.სენაკში უნივერსიტეტის, ვახტანგ მეფის, ფოთის, კაჭარავას, მშვიდობისა და მიმდებარე ქუჩებს.
აბაშა.11:00დან 18:00საათამდე აბონენტებს ქ.აბაშაში თავისუფლების, აკაკის, ილიას, თამარ მეფის, აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ძველი აბაშა, მაიდანი, გეზათი, სეფიეთი, ნორიო, სუჯუნა და მიმდებარე სოფლებს.
წალენჯიხა. 11:00დან 19:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ლია, ფახულანი, ლებოხა.
აბონენტთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.