გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:
ზუგდიდი. 10:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში რუხი, ახ.აბასთუმანი, ჭითაწყარი, ქ.ზუგდიდში ერისთავის, დავით აღმაშენებლის, ბარამიას, ბარნოვის, შარტავას, შენგელიას, სახოკიას და მიმდებარე ქუჩებს.
სენაკი. 11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ძველი სენაკი, კოტიანეთი, ეკი, ნოქალაქევი, ქ.სენაკში არსენას ელიავას, კოსტავას, რუსთაველის ქურდოვანიძის, თავისუფლების, დადიანის და მიმდებარე ქუჩებს.
მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

