10 ოქტომბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 07:30დან 17:00 საათამდე – აბონენტებს ქ.ზუგდიდში კედიას, რუსთაველის, სოხუმის, მარჯვენა სანაპიროს, შარტავას, პუშკინის, გურამიშვილის, ლევან II დადიანის, ქუჯის, ჭავჭავაძის, კოსტავას, თავისუფლების, ნარმანიას, რკინიგზის სადგურს  და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი. 15:00დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში თამაკონი, ნახურცილაო, დიდიჭყონი, გურძემი, ჭყონი, ნამიკოლაო.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი