10 სექტემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 10 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამოე ლექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:  

ზუგდიდი. 12:00დან 18:30საათამდე აბონენტებსსოფლებში ჭითაწყარი, ცაიში, ოქტომბერი, კოლხიდა, ონარია, ნარაზენი, ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩას. 10:00დან 13:00საათამდე სოფლებს ერგეტა, ანაკლია, ორულუ, დარჩელი. 11:00დან 17:30საათამდე სოფლებს რუხი, ნაწულუკუ, რიყე, ოდიში, ქ.ზუგდიდში კოსტავას, კედიას და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი. 10:00დან 16:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს აფხაზეთის, გურიის, ლერმონტოვის , ბოდრელი, ს8 მარტის, ცოტნე მირცხულავას, მესხის, ექვთიმე თაყაიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ახალ რაიონს, მალთაყვის დასახლებას, კუნძულ კოლუმბარს. 16:00დან 18:30საათამდე ბესიკის, ამირანაშვილის, ფაზისის, ნინოშვილის, 9 აპრილის ხეივანს და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკი. 10:00დან 16:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ქ.სენაკში ხოფერიას, ნუცუბიძის, დ.დემურიას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებს. 11:00დან 15:00საათამდე აბონენტების ნაწილს სოფელ ახალსოფელში. 11:00დან 18:00საათამდე სოფლებს ნოსირი, ძველი სენაკი, გეჯეთი.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი