11-მა მოქალაქემ Gem Fest-ის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა

Gem Fest-ზე დასაქმებულმა 11-მა ახალგაზრდამ ფესტივალის ორგანიზატორების წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა.

ახალგაზრდების განმარტებით, ფესტივალის ადმინისტრაციამ მათ ნაწილს ხელფასის 20% ჩაურიცხა, ნაწილს კი თანხა საერთოდ არ მიუღიათ. მოსარჩელეების კუთვნილი ანაზღაურების სრულად დაფარვას ითხოვენ.

სარჩელი დღეს სასამართლოში 11-მა მოქალაქემ შეიტანა, თუმცა, მათი თქმით, კიდევ 10-ზე მეტი ახალგაზრდა აპირებს სამართლებრივ ბრძოლას ახლო მომავალში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი