11 მაისს სამეგრელოში „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

11 მაისს, სამეგრელოში, გეგმიური  სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:

ზუგდიდი – 10:20-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1439 აბონენტს სოფლებში ცაიში, ოქტომბერი, ნარაზენი, აბასთუმანი, ხეცერა და მიმდებარე სოფლებში. 01:00-08:00 საათამდე 1308 აბონენტს სოფლებში დარჩელი, კიროვი, განმუხური, ანაკლია, აკვაპარკი და მიმდებარე სოფლებში.

 ჩხოროწყუ – 10:30 დან 18:00 საათამდე  305 აბონენტს სოფლებში ნაკიანი, გარახა, ჩხოროწყუში ჯანაშიას, ყაზბეგის, ფირცხელავას, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

 აბაშა – 10:30-17:00 სააათამდე 401 აბონენტს სოფლებში ზანათი, ძიგური, სუჯუნა.

მარტვილი – 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2037 აბონენტს სოფლებში კიწია, გურძემი, თამაკონი, ინჩხური, ბანძა და მიმდებარე სოფლებში.

მესტია – 10:15-18:15 საათამდე სოფლებში ხაიში, წვირმინდი, ლახამულა, ზედა ვედის აბონენტებს.

სენაკი – 12:00-18:30 საათამდე 826 აბონენტს სოფლებში ზანა, ლეძაძამე, ფოცხო, უშაფათი.

წალენჯიხა – 13:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 302 აბონენტს სოფლებში ჯგალი, მედანი, საჩინო, ჯვარის ნაწილი.

ფოთი – 14:00-18:30 საათამდე 405 აბონენტს გამსახურდიას, ზამბახიძის, რუსთაველის რკალი, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი