11 ოქტომბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 11 ოქტომბერს, სამეგრელოს მოსახელობის  ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება:

ზუგდიდი  – 08:30-18:30 საათამდე 63 აბონენტს სოფელ ზედა ეწერში.  11:15-18:30 საათამდე 2421 აბონენტს ქ.ზუგდიდში სოხუმის, გრანელის, ყუფუნიას და მიმდებარე ქუჩბზე, ასევე სოფლებში დარჩელი, აბასთუმანი, რუხი, ნარაზენი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 12:00-18:00 საათამდე 248 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის ქუჩაზე, ასევე სოფლებში ეწერი, ლია.

ჩოროწყუ  – 11:00-18:00 საათამდე 3266 აბონენტს სოფლებში ხაბუმე, ჭოღა-ნაფიჩხოვო, მუხური და მიმდებარე სოფლებში.

სენაკი – 11:20-18:30 საათამდე 450 აბონენტს  სოფლებში მენჯი, ეკი, სახარბედიო და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა – 11:30-18:00 საათამდე 305 აბონენტს სოფლებში სამიქაო, მაიდანი, ასევე ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი.

მარტვილი – 12:00-18:30 საათამდე 160 აბონენტს სოფლებში თამაკონი, დოშაყე, დ/ჭყონი.

ხობი – 12:00-18:30 საათამდე 457 აბონენტს ქ.ხობში ბარათაშვილის, სახოკიას, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში I და II გურიფული, ძველი ხიბულა და ახალი ხიბულაში. 12:30 დან 16:30 საათამდე მორიგეობით  101 აბონენტს სოფლებში ქვემო ქვალონი, ჭალადიდში.

ფოთი –  12:00-12:30 საათამდე 159 აბონენტს ქ.ფოთში 26 მაისის, ლოლუას, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი