12 და 13 ნოემბერს სამეგრელოს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

12 და 13 ნოემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 12 ნოემბერს  ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება:

ზუგდიდი – 09:00-18:30 საათამდე  36740 აბონენტს  მთლიანად ქალაქი ზუგდიდი (ცენტრის გარდა), ასევე სოფლებში კახათი, დარჩელი, ნარაზენი, ცაიში, ოდიში და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 09:00-18:30 3466 აბონენტს ქალაქი წალენჯიხა მთლიანად (გარდა ცენტრისა). ასევე სოფლებში ეწერი, ნაცატუ, ლია, ფახულანი და მიმდებარე სოფლებში.

სენაკი –  09:00-18:30 საათამდე  1639 აბონენტს სოფლებში უშაფათი, ფოცხო, ზანა, ლეძაძამე და და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ – 09:00-18:30 საათამდე  7103 აბონენტს სოფლებში ლესიჭინე,  ხაბუმე, ჭოღა-ნაფიჩხოვო, ქვედა ჩხოროწყუ  და მიმდებარე სოფლებში.

ხობი- 09:00-18:30 საათამდე  3128 აბონენტს სოფლებში ხიბულა, ხამისკური, საჯიჯაო და მიმდებარე სოფლებში.

 

13 ნოემბერს  ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება:

ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 511 აბონენტს სოფლებში კახათი, ორსანტია, კოკი და მიმდებარე სოფლებში.  11:00-14:00 საათამდე 737 აბონენტს   ქ.ზუგდიდში წერეთლის, ჩიტაძის II შესახვევი,აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს , ასევე  სოფლებში ოდიში, ყულიშკარი.11:00-18:00 საათამდე 434 აბონენტს სოფელ ერგეტაში.

სენაკი –   10:00-18:00 საათამდე 450 აბონენტს სოფლებში მენჯი, ეკი , სახარბედიო და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა – 11:00-17:00 საათამდე 58 აბონენტს ქ.აბშაში თავისუფლების, ფრანგიშვილის, ცომაიას და მიმდებარე ქუჩებზე.

ფოთი –  11:00-17:00 საათამდე 369  აბონენტს ქ.ფოთში 9 აპრილის ხეივანი, მიქაბერიძის, ლიეპაიას და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-15:00 საათამდე 52 აბონენტს ჭავჭავაძის ქუჩაზე.

მარტვილი – 11:00-18:30 საათამდე 1849 აბონენტს სოფლებში თამაკონი, დ/ჭყონი, აბედათი, ნახუნაო და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 10:00-15:00 საათამდე 747 აბონენტს სოფლებში საჩინო, ლია, დაბა ჯვარის ნაწილი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-17:00 საათამდე  62 აბონენტს ქ.წალენჯიხაში გაგარინის, ლევან II დადიანის, სარიას და მიმდებარე ქუჩების ნაწილში.

ხობი  – 11:00-17:00 საათამდე 134 აბონენტს სოფლებში ჭალადიდი, საჭოჭუო, პატარა ფოთში. 11:00-18:00 საათამდე 114 აბონენტს სოფელ პირველ მაისში.

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი