12 თებერვალს, სამეგრელოში „ენერგო პრო ჯორჯია“-ს აბონენტებს ენერგომომარგება შეეზღუდებათ

12 თებერვალს, სამეგრელოში „ენერგო პრო ჯორჯია“-ს აბონენტებს ენერგომომარგება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი –  10:00-18:30 საათამდე 2140 აბონენტს სოფლებში ერგეტა, რუხი, რიყე, ტყაია და მიმდებარე სოფლებში. 11:00-18:30 საათამდე 76 აბონენტს სოფლებში ყულიშკარი, ჯიხაშკარი, კოლხიდა , გრგოლიშში. 12:00-16:00 საათამდე კი 901 აბონენტს მონაცვლეობით სოფლებში ზედაეწერი, ჩხორია, ჭკადუაში, ლია , კორცხელში.

ფოთი -11:00-18:00 საათამდე 73 აბონენტს ქ.ფოთში მე-7 კმ, ლარნაკას, ვიქტორ კრატასიუკის და მიმდებარე ქუჩებზე, ხობში სოფელი პატარა ფოთი.

მარტვილი – 11:00-18:00 საათამდე 505 აბონენტს სოფლებში ხუნწი, ნაგვაზაო, ქვაითი. 11:00-14:00 საათამდე 21 აბონენტს სოფლებში ნაფოსტარი, დ/ჭყონი, ჭყონი. 12:00-15:00 საათამდე 139 აბონენტს სოფელ ინჩხურში.

სენაკი – 10:00-18:00საათამდე 2144 აბონენტს სენაკში რუსთაველის, კანკიას, ნუცუბიძის, ზ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში უშაფათი, ფოცხო, ეკი და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ -11:00-17:00 საათამდე  მონაკვეთში საათნახევრით 1047 აბონენტს სოფლებში ლესიჭინე, ქვედა ჩხოროწყუ, კირცხში.

აბაშა – 12:00-15:00 საათამდე 59 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, უ.კაჭარავას, 26 მაისის და  მიმდებარე ქუჩებზე.

წალენჯიხა –  11:00-17:00 საათამდე 454 აბონენტს სოფლებში ჯგალი, საჩინო,მედანი, ოჭანე უბანი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე წალენჯიხაში ლევან II დადიანის, წერეთლის, ქიაჩელის ქუჩებზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტების ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი