“ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 13 აპრილს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი. 10:00-17:00 საათამდე ქუჩებს: თათარაშვილის, გამარჯვების, გრიშაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს, ასევე სოფელ ჭითაწყარს.
ფოთი. 14:00-15:00 საათამდე ქუჩებს: ჭანტურიას, ფარნავაზ მეფის, კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებს.
წალენჯიხა. 11:00-15:00 საათამდე სოფლებს: ჭალეს, მუჟავას, ფახულანსა და მიმდებარე სოფლებს.
კომპანიის ცნობით, მომხმარებელთა ენერგომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.