13 დეკემბერს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ელექტროენერგია შეეზღუდება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 08:00-09:30 საათამდე 2046 აბონენტს ქ.ზუგდიდში ცოტნე დადიანის, რუსთაველის, კ.გამსახურდიას, გამარჯვების და მიმდებარე ქუჩებზე. 10:00 დან 18:30 საათამდე 3829 აბონენტს მონაცვლეობით ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, რ.თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ერგეტა, ყულიშკარი, კახათი, ჭკადუაში და მიმდებარე სოფლებში, ხობში სოფელ თორსა-დღვაბაში.
ჩხოროწყუ – 11:30-17:00 საათამდე 313 აბონენტს სოფლებში ლესიჭინე, ქვედა ჩხოროწყუ, კირცხი.
აბაშა – 12:00-17:00 საათამდე 338 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი, სოფლებში მარანი, ტყვირი, თყვირი.
მარტვილი – 12:06-17:00 საათამდე 1531 აბონენტს სოფლებში კიწია, გურძემი, გაჭდილი, ბალდა და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 09:00 დან 18:00 საათამდე 103 აბონენტს სოფლებში ლია, ლებოხა, საჩინო, ჯვარი. 11:00 დან 17:30 საათამდე 1231 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის, 26 მაისის ქუჩებზე, ასევე სოფლებში ობუჯი, ზღვაია, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში.
სენაკი – 15:00-16:00 საათამდე 1234 აბონენტს სოფლებში ქვედა და ზემო ფოცხო, ლეძაძამე, უშაფათი, ბეთლემი.
ფოთი – 10:15-10:45 საათამდე დილით და საღამოს 16:00 დან 16:30 საათამდე 904 აბონენტს ქ.ფოთში ჭავჭავაძის, სააკაძის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-17:00 საათამდე 253 აბონენტს 9 აპრილის ხეივანი, თამარ მეფის, მიქაბერიძის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-14:00 საათამდე 445 აბონენტს ნინოშვილის, პუშკინის, ბერდიანსკის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.