13 დეკემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 13 დეკემბერს შეეზღუდება:


ზუგდიდი. 10:00დან 18:30საათამდე აბონენტებს სოფლებში რიყე, რუხი, ერგეტა, ანაკლია, დარცელი და მიმდებარე სოფლებს. 11:00დან 12:00საათამდე ქ.ზუგდიდში ბერიას, ჩიტაძის, ოდიშის, ცაიშვილის, ფალიაშვილის, სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ოდიშს. 11:00დან 16:00საათამდე სოფლებს ორულუ, დიდინეძი, დღვაბა და მიმდებარე სოფლებს.


ფოთი. 11:00დან 17:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს გურიის, ზ.გამსახურდიას, ნინოშვილის, აკაკის, წმ.გიორგის, მოწერელიას, მშვიდობის კაკულიას, ფაზისის და მიმდებარე ქუჩებს, რუსთაველის რკალს, მალთაყვის დასახლებას, ახალ რაიონს, კუნძულ კოლუმბარს.


მარტვილი.16:00დან 18:00საათამდე აბონენტებს სოფლებში მუხურცა, ვედიდკარი, ბანძა.


სენაკი.11:00დან 18:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ხორში, ზანა. 12:00დან 18:00 საათამდე ქ.სენაკში რუსთაველის, ჭავჭავაძის, აღმაშენებლის, კოსტავას, წმინდა ნინოს, თბილისის, ქურდოვანიძისა და მიმდებარე ქუჩებს.


ხობი. 11:00დან 16:00საათამდე აბონენტებს სოფლებში თორსა-დღვაბა, ხამისქური. 11:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს ქარიატა, ყულევი, შუა ხორგა, ჭალადიდი, ახალი ხიბულა, საჯიჯაო და მიმდებარე სოფლებს.


წალენჯიხა. 11:00დან 18:00საათამდე აბონენტებს სოფელ ობუჯში.
ჩხოროწყუ. 12:30დან 15:30საათამდე აბონენტებს სოფელ კირცხში.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი