13 ივნისს დაღუპულთა საფლავები გვირგვინით შეამკეს

13 ივნისს თბილისის წყალდიდობის დროს დაღუპული ზუგდიდიელის მარიამ ქუთელიას ხსოვნას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ზუგდიდის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად პატივი მიაგო.

ჩვენი რეგიონიდან, სტიქიას ემსხვერპლნენ ლიზი და ინდირა ზარანდიები ხობიდან. მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები გვირგვინებით შეამკეს ხობის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გარდაცვლილთა შორის სამეგრელოდან 3 ახალგაზრდა იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი