13 ნოემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში .

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:

სენაკი. 11:00დან 18:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ფოცხო, ძველი სენაკი, ნოქალაქევი, უშაფათი, შხეფი და მიმდებარე სოფლებს.

ზუგდიდი. 14:10დან 18:30საათამდე -აბონენტებს სოფლებში ნარაზენი, კოლხიდა, ჭაქვინჯი, დარჩელი და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებს.

აბაშა. 12:00დან 13:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში პირველი მაისი, მარანი, გაუწყინარი, ეწერი, ქ.აბაშაში აკაკის ქუჩის IV შესახვევს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება