გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის  მიწოდება   13 ოქტომბერს    შეეზღუდება: 

ზუგდიდი – 07:00დან 12:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტებს ქ.ზუგდიდში ცოტნე დადიანის, რუსთაველის, კ.გამსახურდიას, გამარჯვების, ნინოშვილის, რ.თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. 13:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში სოფლებს ოდიში, ყულიშკარი, ჭითაწყარი, კახათი, რუხი, კოლხიდა და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში ჩიტაძის II შესახვევს, წერეთლის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებს.


წალენჯიხა – 11:00დან 18:00საათამდე აბონენტებს სოფლებში მიქავა, ნაკიფუ, ზუმი, ქ.წალენჯიხაში კვარაცხელიას, სალიას, წმ.ნინოს, სოხუმის, ლევან II დადიანის, ქუჩულორიას და მიმდებარე ქუჩებს.


სენაკი – 11:00დან 14:00საათამდე აბონენტებს ქ.სენაკში ასათიანის, ფურცელაძის, ქუჯის, კობახიძის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ შხეფს. 11:00დან 15:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით სოფლებს ფოცხო, ლეძაძამე, ხორში, ნოსირი, უშაფათი და მიმდებარე სოფლებს, ასევე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილს.


ხობი – 11:00დან 17:00საათამდე აბონენტებს სოფლებში შავღელე, პატარა ფოთი, ჭალადიდი.


ფოთი – 11:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტებს გურიის, ზ.გამსახურდიას, ნინოშვილის, ჭყონდიდელის, ფაზისის, აკაკის, მოწერელიას , ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ახალ კოლუმბარს, ახალ რაიონს, მალთაყვის დასახლებას. 16:00დან 18:00საათამდე 26 მაისის, ნინოშვილის, ჩიტაიას, ნ.ჟვანიას და მიმდებარე ქუჩებს.


მარტვილი – 12:00დან 17:00საათამდე აბონენტებს სოფლებში აბედათი, ნახუნაო, სერგიეთი, სალხინო, ბომბოთი, მარტვილში თამაზ ბაძაღუას ქუჩას.


აბაშა – 13:00დან 16:00საათამდე აბონენტებს სოფლებში კეთილარი, ანჯელის მასივი.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი