სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის ნაწილს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება:
წალენჯიხა – 10:00-18:00 საათამდე, 506 აბონენტს სოფლებში: ფახულანი და ლიის ნაწილში. 11:30-18:30 საათამდე – 355 აბონენტს სოფელ მიქავაში.
ზუგდიდი – 07:00-09:00 საათამდე – 1547 აბონენტს ქ.ზუგდიდში თაბუკაშვილი, ქირიას, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე.
09:45-10:30 საათამდე, დილით და 18:30 დან 19:30 საათამდე საღამოს – 230 აბონენტს სოფლებში რუხი, რიყე, ნაწულუკუში.
10:00-18:30 საათამდე – 2382 აბონენტს სოფლებში ახალსოფელი(კოლხიდა), რუხი, რიყე, კახათი და ასევე მიმდებარე სოფლებში.
12:00-18:30 საათამდე 597 აბონენტს სოფლებში ძველ აბასთუმანი და ნარაზენის ნაწილში.
13:00-17:30 საათამდე – 726 აბონენტს მორიგეობით შეეზღუდებათ სოფლებში ტყაიას, ჩხორიას, რუხის და რიყეს აბონენტების ნაწილს.
მესტია – 11:00-18:00 საათამდე – 5 აბონენტს დაბა მესტიაში, კერძოდ, ახალშენში.
სენაკი – 06:30-07:15 საათამდე -6057 აბონენტს ქ.სენაკში ჭავჭავაძის, რუსთაველის, მშვიდობის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ძველი სენაკი, ნოსირი და ნოქალაქევი.
08:00-12:00 საათამდე – 1232 აბონენტს სოფლებში ფოცხო, უშაფათი, ლეძაძამეში.
მარტვილი-12:10-18:00საათამდე 1462 აბონენტს სოფლებში: ნამიკოლაო, ნაფოსტარი, ლეხაინდრაო, ბანძის ნაწილი და მიდებარე სოფლებში.
ჩხოროწყუ – 12:45-18:00 საათამდე 1253 აბონენტს სოფელ ახუთში და ქვედა ჩხოროწყუს ნაწილში, ხოლო 16:00-18:00 საათამდე 127 აბონენტს ქ.ჩხოროწყუში კ.გამსახურდიას, სტალინის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე და ასევე, სოფელ ლეწურწუმესა და ჯუმითის უბანში.
აბაშა – 13:00-15:00 საათამდე 29 აბონენტი სოფელ წყემის ნაწილში.
ფოთი – 13:00 დან 17:30 საათამდე 354 აბონენტს ქ.ფოთში სამეგრელოს და ელადას ქუჩებზე.
“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.