“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 თებერვალს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ენერგომომარაგება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 699 აბონენტს სოფლებში ჭკადუაში, ლია, ჩხორია მიმდებარე სოფლებში. 11:00დან 14:00 საათამდე მონაკვეთში საათნახევრით 74 აბონენტს სოფლებში ინგირი, ახალი აბასთუმანი(წყალსადენის სამმართველო).
ფოთი -11:30-15:00 საათამდე 419 აბონენტს ქ.ფოთში სარსანიას, ტაბიძის, გელა ჯიქიას და მიმდებარე ქუჩებზე.
ხობი – 12:30-18:00 საათამდე 240 აბონენტს სოფლებში ძველი და ახალი ხიბულში.
ჩხოროწყუ -11:00-17:30 საათამდე 1514 აბონენტს სოფლებში ზუმი, მუხური, თაია, ხაბუმე.
აბაშა – 12:00-15:00 საათამდე 98 აბონენტს სოფელ ძველი აბაშაში.
მარტვილი – 13:00-18:30 საათამდე 505 აბონენტს სოფლებში ხუნწი, ნაგვაზაო, ქვაითი. 13:00-16:00საათამდე 139 აბონენტს სოფელ ინჩხურში.
წალენჯიხა – 10:40-18:30 საათამდე 749 აბონენტს სოფლებში საჩინო, ლია, ფახულანი, ჯვარის ნაწილი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-18:00 საათამდე 1128 აბონენტს ქ.წალენჯიხაში კალანდიას, ქიაჩელის, რუსთაველის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.