14 თებერვალს, სამეგრელოში, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

14 თებერვალს, სამეგრელოს რეგიონში, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი –  10:00-18:30 საათამდე 3245 აბონენტს ქ.ზუგდიდში  დემურიას, ალ.ჭავჭავაძის,ივარდავას ქუჩებზე, ასევე სოფლებში ნაწულუკუ, ინგირი, ჭკადუაში, ერგეტა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-17:30 საათამდე პერიოდში საათანახევრით  მონაცვლეობით 6474 აბონენტს  ქ.ზუგდიდში თამარ მეფის, ჯანაშიას, შარტავას, სოხუმის  და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში კახათი,  ორსანტია, ოირემე, თარგამული,  დარჩელი  და მიმდებარე სოფლებში.

სენაკი – 11:00-18:00 საათამდე 2144 აბონენტს ქ.სენაკში რუსთაველის, კანკიას, კვირაიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში უშაფათი, ფოცხო, ეკი.

ფოთი -11:00-18:00 საათამდე 19 აბონენტს ქ.ფოთში სამეგრელოს მოედანი, ჭანტურიას ქუჩებზე. 11:00-14:30 სათამდე  354 აბონენტს  ქობულეთის ჩიხი, ელადას,სამეგრელოს ქუჩებზე.

წალენჯიხა –  11:00-18:00 საათამდე 478  აბონენტს   სოფლებში ნაკიფუ, ხაბუმე, ჯვარი , ჯვარზენი და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ -11:00-18:00 საათამდე  237 აბონენტს სოფლებში ლესიჭინე, ფოცხო.

აბაშა – 12:00-17:00 საათამდე  მონაკვეთში მონაცვლეობით 886 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის, ნინოშვილის ქუჩებზე, აკაკის IV შესახვევი,  ასევე სოფლებში კვათანა, პირველი მაისი, მარანი და მიმდებარე სოფლებში.

მარტვილი – 11:05-18:00 საათამდე 378 აბონენტს სოფლებში ბანძა, ონოღიაში.  11:15-16:00 საათამდე მონაკვეთში  642 აბონენტს სოფლებში ინჩხური,  ბალდა, გაჭედილი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი