15 მაისის აქცია გადაიდო, რითაც ოფიციალურად, საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის მარცხი – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია დამარცხდა ბრძოლაში, რასაც ხელოვნური კრიზისის შექმნა და პარლამენტის საბოტაჟი ერქვა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ხალხის მობილიზების რესურსი არ აქვს.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ მოუწევდათ 15 მაისის აქციის გადავადება და ეს რეალურად ასე მოხდა. მათ არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის მობილიზაციის, არც მანამდე ჰქონდათ და არც ახლა აქვთ. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ამ ბრძოლაში, რასაც ერქვა ხელოვნური კრიზისის შექმნა, რასაც ერქვა პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. გუშინ, როდესაც ჩვენ გავიგეთ იმის შესახებ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდებოდა, უკვე ოფიციალურად, საბოლოოდ გაფორმდა მათი მარცხი”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამართვის მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი