15 აპრილს სამეგრელოში აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 10:00-17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: რიყეს, რუხს, აბასთუმანს, ხეცერას, ნარაზენს, ჩხორიას, ჭითაწყარს, ურთასა და მიმდებარე სოფლებს.


სენაკი. 11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხორშის, ეკის, ფოცხოსა და მიმდებარე სოფლებს.
ხობში – 11:00-18:00 საათამდე სოფლებს: შავ ღელეს, პატარა ფოთს და ჭალადიდს.


ფოთი. 11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: რეკვავას, ვაჩნაძის, სარსანიასა და მიმდებარე ქუჩებს.


წალენჯიხა. 11:00-19:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭალეს, მუჟავას, ჯვარს, საჩინოს, ლიასა და მიმდებარე სოფლებს.

კომპანიის ცნობით, მომხმარებელთა ენერგომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი