გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის  მიწოდება შეეზღუდება: მესტიაში  - 15 მაისს   07:00დან 14:00საათამდე მონაკვეთში 2 ჯერ 5-5 წუთით აბონენტებს დაბა მესტიაში, სოფლებში ლენჯერი, ჰაწვალი და მიმდებარე სოფლებში.

მესტიაში  - 15 მაისს   07:00დან 14:00საათამდე  სოფლებს ეცერი, ახალშენი, ბოგრეში და მიმდებარე სოფლებს.


ელექტროენერგიის  მიწოდება 16 მაისს    შეეზღუდება:

მესტიაში  - 16 მაისს   08:00დან 15:00საათამდე მონაკვეთში 2 ჯერ 5-5 წუთით აბონენტებს დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში.


ელექტროენერგიის  მიწოდება 17 მაისს    შეეზღუდება:

წალენჯიხაში -17 მაისს    10:00დან 19:00საათამდე  მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში სქური, ჯგალი, საჩინო და მიმდებარე სოფლებს, ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის, წერეთლის, ქიაჩელის და მიმდებარე ქუჩებს, ოჭანეს უბანს. 11:00დან 18:00საათამდე სოფლებს ჭალე, მუჟავა, ლია, ჯვარი და მიმდებარე სოფლებს.
 
ჩხოროწყუში - 17 მაისს    14:00დან 18:00საათამდე აბონენტების ნაწილს სოფელ მუხურში.

სენაკში -  17 მაისს    11:00დან 17:00საათამდე აბონენტებს სოფლებში მენჯი, ეკი, ხორში, თეკლათი, სახარბედიო.

მარტვილში -17 მაისს     11:00დან 14:00საათამდე აბონენტებს სოფლებში მუხურჩა, ვედიდკარი, ბანძა. 13:00დან 17:00საათამდე სოფლებს ტალერი, კურზუ, სალხინო, დიდჭყონი და მიმდებარე სოფლებს.

ხობში -  17 მაისს   12:00დან 18:00 საათამდე აბონენტებს  სოფლებში ახალი და ძველი ხიბულა, საჯიჯაო, ხიბულა, ზუბი. 12:00დან 18:00საათამდე სოფლებს შავღელე, პატარა ფოთი, ჭალადიდი.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი