15 დეკემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:

ზუგდიდი.11:00დან 14:00საათამდე – აბონენტებს ქ.ზუგდიდში ბენდელიანის, აღმაშენებლის, სიჭინავას, თავისუფლების, ჩიქობავასა და მიმდებარე ქუჩებზე.

სენაკი. 11:00დან 18:00საათამდე -აბონენტებს სოფლებში ხორში, მენჯი, ძველი სენაკი და მიმდებარე სოფლებს, ქ.სენაკში რუსთაველის, ელიავას, აღმაშენებლის, ჭავჭვაძის, ზუგდიდის, წმინდა ნინოსა და მიმდებარე ქუჩებზე.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი