15 ივლისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებაენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახ.აბასთუმანს, ჩხორიას, ზედაეწერს, ოდიშს, ცაიშს, ნარაზენსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე თამარ მეფის, მოსაშვილის, შარტავასა და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკში – 11:10-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ზანას, ნოსირსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

ჩხოროწყუში – 12:30-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: გარახასა და ქვედა ჩხოროწყუს.ასევე ლესელიძის ქუჩას.

ფოთში – 09:30-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: აღმაშენებელის, თავდადებულის, კლდიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

ხობში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: საგვიძიოს, შუა ხორგასა და ახალ სოფელს.

მარტვილში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: გაჭედილს, ქვაითს, სალხინოსა და მიმდებარე სოფლებს.

წალენჯიხაში – 12:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ობუჯის, ზღვაიას, ნაკიფუსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი