15 მაისს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
შეზღუდვები ეხება სამეგრელოს რეგიონის შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2944 აბონენტს სოფლებში ანაკლია, განმუხური, კახათი, კოლხიდა, ერგეტა და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, რუსთაველის, ბარამიას ქუჩების ნაწილში.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 800 აბონენტს სოფლებში ჯგალი, ლია, ტყაია, ფახულანი, ქ. წალენჯიხაში კოსტავას ქუჩა, ოჭანეს უბანი.
მარტვილი – 10:30-18:30 საათამდე მონაკვეთში 1414 აბონენტს სოფლებში ონოღია, ნაგებერაო, დ/ჭყონი, ნამიკოლაო და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი – 13:00-14:00 საათამდე 1367 აბონენტს ახალი რაიონი, გაგრის, აფხაზეთის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00დან 18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 739 აბონენტს ჩიტაძის, ინგოროყვას, პუშკინის, დუმბაძის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა – 11:00-16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 128 აბონენტს სოფლებში სეფიეთი, ქოლობანი.
ხობი – 11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით საათნახევრით 1332 აბონენტს ჭალადიდი, შუა ხორგა, ახალი სოფელი, ქარიატა , ყულევი და მიმდებარე სოფლებში.
ჩხოროწყუ – 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში 1151 აბონენტს სოფლებში ნაფიჩხოვო, ჭოღა, ხაბუმე, გარახა, ქვედა ჩხოროწყუ და მიმდებარე სოფლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი კურზუ. ჩხოროწყუში ლესელიძის ქუჩაზე.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.