15 ნოემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის ნაწილს 15 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. “ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ელექტრომომარაგების მიწოდება შეეზღუდება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი –  10:00-18:30 საათამდე 2214 აბონენტს სოფლებში კახათი, ორსანტია, რუხი, რიყე და მიმდებარე სოფლებში. 11:00-18:30 საათამდე 737 აბონენტს ქ.ზუგდიდში  ჩიტაძის II შესახვევი, წერეთლის ქუჩის ნაწილს, ასევე სოფელ ოდიში, ყულიშკარი(მესხიების უბანი).

წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 481 აბონენტს სოფლებში ჩქვალერი, საჩინო, დაბა ჯვარის  ნაწილი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-17:00 საათამდე 1 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის ქუჩაზე (კერძო აბონენტი).

აბაშა – 11:00-17:00 საათამდე 99 აბონენტს სოფელ სუჯუნაში. 11:00-14:00 საათამდე 10 აბონენტს სოფელ ზანათში.

ხობი–  12:15-18:00 საათამდე  114 აბონენტს სოფელ პირველი მაისში.

მარტვილი – 12:30-18:30 საათამდე  458 აბონენტს სოფლებში დ/ჭყონი, ნაფოსტარი, თამაკონი  და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ – 14:00-15:00 საათამდე 637 აბონენტს სოფლებში ახუთი, ნოღა, ქვედა ჩხოროყუ, ასევე მარტვილის რაიონში კიწია (ნოღა).

ფოთი –  15:00-18:30 საათამდე 389 აბონენტს ქ.ფოთში ფალიაშვილის, სააკაძის, 9 აპრილის ხეივანი , გორგასლის და მიმდებარე ქუჩების ნაწილში. 15:00-17:00 საათამდე 215 აბონენტს ქ.ფოთში 8 მარტის, ცოტნე მირცხულავას, ოთარ კიკალეიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი