15 წლის მოზარდი, რომელიც გამოკითხვის შემდეგ მე-9 სართულიდან გადახტა, გარდაიცვალა

15 წლის მოზარდი, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მეცხე სართულიდან გადახტა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შსს-ში ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი