სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ უწყებაში შეტყობინება შევიდა.
სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15-მდე ბავშვი გადაყვანილია მარტვილის საავადმყოფოში.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა-ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.
შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”, – აცხადებენ სააგენტოში.