16, 17 და 18 დეკემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას”ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 16, 17 და 18 დეკემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.

16 დეკემბერს შეზღუდვები გავრცელდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

ზუგდიდი – 09:45 დან 11:45 საათამდე  2460 აბონენტს ქ.ზუგდიდში ცოტნე დადიანის, რუსთაველის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე. 

წალენჯიხა  – 09:00 დან 18:00 საათამდე 542 აბონენტს სოფლებში: ლია, ფახულანი და ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში.  12:00 დან 15:00 საათამდე 484 აბონენტს სოფლებში ჩქვალერი, საჩინო, დაბა ჯვარი და მიმდებარე სოფლებში.

მესტია – 13:00 დან 18:00 საათამდე 5 აბონენტს სოფლებში ხაიში, წვირმინდი, ლახამულა, ზედა ვედი.

17 დეკემბერს კი ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:  

წალენჯიხა  – 09:00 დან 18:00 საათამდე 542 აბონენტს   სოფლებში ლია, ფახულანი, ტყაიაში.  

მესტია – 11:00 დან 18:00 საათამდე 5 აბონენტს სოფლებში ხაიში, წვირმინდი, ლახამულა, ზედა ვედი.

18 დეკემბერს  ენერგომომარაგება შეეზღუდება:  

წალენჯიხა  – 09:00 დან 18:00 საათამდე 726 აბონენტს   სოფლებში ლია, ფახულანი, ტყაია, ოჭანეს უბანი..  

ზუგდიდი –  10:00 დან 18:30 საათამდე დაახლოებით 7161 აბონენტს  ქ.ზუგდიდში კრილოვის, გრიბოედოვის, დავით აღმაშენებლის , ქირიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე  სოფლებში დიდინეძი, ნარაზენი,  ყულიშკარი, ჭკადუაში, ინგირი, ორსანტია, ცაიში და მიმდებარე სოფლებში, ასევე ხობში – სოფელ თორსა-დღვაბაში. 10:00 დან 18:00 საათამდე 442 აბონენტს სოფლებში ზედაეწერი, ჩხორიაში.

ფოთი – 11:00 დან 14:00 საათამდე 137 აბონენტს ჭყონდიდელის და ქორქიას ქუჩებზე. 12:00 დან 15:00 საათამდე 263 აბონენტს თავდადებულის, დუმბაძის, შევჩენკოს და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00 დან 14:00 საათამდე 3086 აბონენტს 9 აპრილის ხეივანი, გორგასლის, რეკვავას, აღმაშენებლის  და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00 დან 16:00 საათამდე 231 აბონენტს იმერეთის, კოსტავას, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა – 12:00 დან 16:00 საათამდე 44 აბონენტს სოფელ გეზათში.

სენაკი – 11:00 დან 18:00 საათამდე 4031 აბონენტს ქ.სენაკში რუსთაველის, კანკიას, ნუცუბიძის, კვირაიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ზემო ჭალადიდი, ძველი სენაკი, ნოქალაქევი, ლეძაძამე და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ – 11:00დან 16:00 საათამდე 313 აბონენტს სოფელ ლესიჭინე, ქვედა ჩხოროწყუ, კირცხი.

მარტვილი – 11:00დან 17:00 საათამდე 643 აბონენტს სოფლებში გაჭედილი, ბალდა, სალხინო და მიმდებარე სოფლებში. 11:30 დან 14:00 საათამდე 1058 აბონენტს სოფლებში თამაკონი, ონოღია, ბანძა და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი