გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
კომპანიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
აბაშა – 06:00-07:00 საათამდე 9342 აბონენტს სოფლებში:ზანათი,სუჯუნა,ტყვირი,ნორიო და მიმდებარე სოფლებს,ასევე აკაკის,გამსახურდიას,თავისუფლების,იოსელიანის და მიმდებარე ქუჩებს.
11:00-17:00 საათამდე 279 აბონენტს სოფლებში:ეწერი და სუჯუნა.
ხობი – 16:00-17:00 საათამდე 637 აბონენტს სოფლებში: ჭალადიდი,შუა ხორგა და ახალი სოფელი.
სენაკი – 06:00-07:00 საათამდე 686 აბონენტს სოფლებში:გეჯეთი და ნოსირი.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.