16 აპრილს, სამეგრელოში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 1312 აბონენტს სოფლებში ჭითაწყარი, ცაიში, ჩხორია, ტყაია და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდში აღმაშენებლის და ცოტნე დადიანის ქუჩის ნაწილს.
ფოთი – 10:00-18:30 საათამდე 256 აბონენტს მალთაყვის დასახლება, გურიის, ზ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00 დან 13:00 საათამდე მონაკვეთში თითო საათით 378 აბონენტს რუსთაველის რკალი, წმ.გიორგის, 26 მაისის, პირტახიას და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა – 10:00-18:00 საათამდე 314 აბონენტს სოფლებში წყემი, ძიგური, ნორიო, ზანათი, ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი. 11:00დან 15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 261 აბონენტს სოფლებში ონტოფო და ქოლობანი.
ჩხოროწყუ – 11:00-18:00 საათამდე 1516 აბონენტს სოფლებში ზუმი, მუხური, თაია, ხაბუმე.
ხობი – 11:00-18:30 საათამდე 826 აბონენტს სოფლებში ნოჯიხევი, ბია, ხორში ჭალადიდი, ხობში გუმბაზ მეფის და ჭალადიდელის ქუჩებზე.
სენაკი – 10:00-18:00 საათამდე მონაკვეთში 1310 აბონენტს სოფლებში ხორში, მენჯი, ქვემო ფოცხო, ზანა, უშაფათი და მიმდებარე სოფლებში. ქ.სენაკში ღვინჯილიას ქუჩაზე.
მარტვილი – 10:30-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1074 აბონენტს სოფლებში ნალეფსაო, ნაგვაზაო, კურზუ, ონოღია და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში 610 აბონენტს სოფლებში ფახულანი, ლია, ტყაია, მედანში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.