16 ივლისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება 16 ივლისს დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:  

სენაკი. 10:00-დან 16:00საათამდე- აბონენტებს სოფლებში ძველი სენაკი, კოტიანეთი.11:00დან 17:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქ. სენაკში სამხედრო დასახლებას, ცერცვაძის, არსენას, სანაიას, ხოფერია, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებს,  სოფელ ფოცხოს.

მარტვილი. 10:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში ბალდა, გაჭედილი, დიდიჭყონი, ნაფოსტარი, თამაკონი, ჭყონი, ნამიკოლაო. 11:00დან 18:00საათამდე ქ.მარტვილში მშვიდობის, ჭყონდიდელის, ლერმონტოვის, ანჯაფარიძის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ნაგვაზაო, სერგიეთი, ნახარებაო, აბედათი, ბომბოთი, ხუნწი.

ხობი11:00დან 13:00საათამდე სოფლებში პატარა ფოთი, საჭოჭუო, ჭალადიდი. 13:00დან 15:00საათამდე აბონენტებს სოფელ პატარა ფოთში.

ფოთი. 13:00დან 15:00საათამდე აბონენტებს მეშვიდე კილომეტრის დასახლებაში, კოკაიას ხეივანს. 07:00დან 17:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ბარათაშვილის, მშვიდობის, კონსტიტუციის, ჭყონდიდელის, რუსთაველის რკალს, მელიქიშვილის, დიდგორის, გამსახურდიას, გრიბოედოვის და მიმდებარე ქუჩებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი