ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდში – 11:00დან 14:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტების ნაწილს ქ.ზუგდიდში თავისუფლების, ბარამიას, თათარიშვილის, კ.გამსახურდიას ქუჩებზე.
სენაკი – 11:00დან 18:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ჭალადიდი, ზემო ჭალადიდი, თეკლათი და მიმდებარე სოფლებს. 12:00დან 16:00საათამდე სოფლებს მენჯი, ეკი, ხორში, სახარბედიო.
ხობი – 11:00დან 18:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ქვალონი, ქვემო და შუა ქვალონი, ნოჯიხევი და მიმდებარე სოფლებს.
ფოთი – 11:30დან 16:00საათამდე აბონენტებს ქ.ფოთში კოსტავას, მარჯანიშვილის, ზერაგიას, სამეგრელოს მოედანს, აღმაშენებლის ქუჩებს.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.