16 ოქტომბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 11:00დან 18:30 საათამდე – აბონენტებს ქ.ზუგდიდში ბენდელიანის, აღმაშენებლის, ცაბაძის, გამსახურდიას, თავისუფლების, ხორავას, დარასელიასა და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი. 11:00დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში სალხინო, დიდიჭყონი, თამაკონი, ინჩხური, ტალერი, კიწია, კურზუ,  ქვაითი, ნოღა, ლედგებე, დობერაზენი და მიმდებარე სოფლებს. 

სენაკი. 10:00დან 19:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში უშაფათი, ფოცხო, ზანა, ეკი, თეკლათი, ზ/ჭალადიდი, მენჯი.

ჩხოროწყუ. 13:00დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ნაფიჩხოვო, ჭოღა, ჭოღა II, ჭოღა I, თაია, დღვანა,  ხაბუმე.

წალენჯიხა. 11:00დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დაბა ჯვარში.

მესტია. 06:00დან 06:10 საათამდე და 07:50დან 08:00 საათამდე – აბონენტებს დაბა მესტიაში, ნესგუნში.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი