17 აპრილს, სამეგრელოში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 128 აბონენტს სოფლებში ურთა, ცაიშის ნაწილი.
ფოთი – 12:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 638 აბონენტს ჭავჭავაძის, 26 მაისის, თავდადებულის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა – 10:00-14:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2119 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, დ.აღმაშენებლის, კილასონიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ძველი აბაშა, ნორიო განკარი, სამიქაო, მაიდანში. 13:00-18:00 საათამდე 314 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი და სოფლებში წყემი, ძიგური, ნორიო, ზანათში.
სენაკი – 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1111 აბონენტს სოფლებში ხორში, ქვემო ფოცხო, ზანა, ნოსირი და მიმდებარე სოფლებში, ქ.სენაკში ღვინჯილიას და ჭყონდიდელის ქუჩაზე.
მარტვილი – 11:05-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2247 აბონენტს სოფლებში ნალეფსაო, აბედათი, თამაკონი, ტალერი, კიწია და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა –11:00-18:00 საათამდე 349 აბონენტს წალენჯიხაში ლევან II დადიანის, სტალინის, ზუგდიდის, ადამიას ქუჩებზე, სოფლებში მედანი, ეწერი, ლია, ჯგალი.
ჩხოროწყუ – 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2488 აბონენტს ჩხოროწყუში ქებურიას, ახალაიას,კ.გამსახურდიას,არახამიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ხაბუმე, კირცხი, ქვედა ჩხოროწყუ, ლეწურწუმე და მიმდებარე სოფლებში.
მესტია – 12:00-15:00 საათამდე 5681 აბონენტს მესტიის ცენტრი , სოფლებში ლენჯერი, ზურულდი, დიზი, ეცერი, ლახამულა და მიმდებარე სოფლებში.
ხობი – 12:00-18:30 საათამდე 566 აბონენტს სოფლებში გურიფული, I და II გურიფული, ახალი სოფელი, პირველი ხორგა.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.